LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Silversea-მ განახლებული ხომალდი წარმოადგინა

26

საკრუიზო კომპანია Silversea-მ განახლებული ხომალდი წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ „silver cloud“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრუიზია და მისი ტურები განსაკუთრებული ფუფუნებით გამოირჩევა. ახალმა დიზაინმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთ დროს კლასიკური საკრუიზო ლაინერი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მაღალი კლასის ხომალდად იქცა. ის მთლიანად ძვირადღირებული ავეჯითა და ტექსტილითაა მოწყობილი და კაიუტების ზომაც მაქსიმალურადაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ლაინერზე სულ 260 მგზავრის ადგილია გამოყოფილი და პირველი კრუიზი ნოემბრისთვის იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები