LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა სიყვარულზე დავწერეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პოზიტიური ყოფილიყო“ – ძმები რამიშვილები პრემიერით „არ დაიდარდოში“

416
Untitled design (7)

რადიო „არ დაიდარდოს“ ძმები, შოთა და პავლე რამიშვილები სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ახდენილი ოცნება“ პრემიერა შედგა.

როგორც ვიცი, ძირითადად გალობით და ქართული ხალხური სიმღერით შემოიფარგლებოდით, რამ განაპირობა თქვენი საესტრადო მუსიკით დაინტერესება?

შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებდით. წარმატებით დავამთავრეთ გალობის უნივერსიტეტი. დრო და დრო, ცოტ-ცოტა გადახვევებიც გვქონდა ესტრადისკენ.

კონკრეტული მიზეზი არ გვქონია, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს, გაგვიჩნდა სურვილი, ამ მიმართულებით მუშაობა გვეცადა. პირველ ეტაპზე სიმღერა „ახდენილი ოცნება“ ჩავწერეთ და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა.

მოგვიყევით სიმღერაზე „ახდენილი ოცნება“.

პირველ ეტაპზე, 2 სიმღერა ჩავწერეთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუსიკა, ტექსტი ჩვენი იყოს. გვირჩევნია, რომ ნამუშევარს ჩვენი ხელი და ნიჭი დავატყოთ. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვეკუთვნის „ახდენილი ოცნების“ ტექსტიც და მუსიკაც. სიმღერა სიყვარულზე დავწერეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პოზიტიური ყოფილიყო. არაჩვეულებრივ მუსიკოსთან, ბექა გაბუნიასთან გავაკეთეთ არანჟირება.

გვინდა, რომ ამ ხაზით წავიდეთ და მეტად და მეტად დავხვეწოთ ჩვენი შესაძლებლობები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გეგმა გვაქვს, რომ ძალიან ბევრი სიმღერა ჩავწეროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სიმღერებით ისიამოვნოს მსმენელმა.

ძმები რამიშვილები – ახდენილი ოცნება

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები