რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „ცხოვრება გაჩუქე წარუდგინა“.
ფატი, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
ბევრი ახალი სიმღერა შეიქმნა, თუმცა სტუდიურად ჯერ მხოლოდ 2 არის ჩაწერილი.
„იუთუბ“ არხის ნახვების მიხედვით, რომელია შენი 3 მოწინავე, ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა?
„დავთვრები“, „რატომ შემიყვარდი“, „გაგიგებ“.
დუეტების ჩაწერაზე თუ ფიქრობ სამომავლოდ?
უფრო სოლო ნამუშევრებზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, დუეტი კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ერთჯერადია, რადგან გასტროლებზე და ა.შ. ყოველთვის მარტო გიწევს შესრულება.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ცხოვრება გაჩუქე“, სად ჩაიწერა და ვის ეძღვნება აღნიშნული ნამუშევარი?
სიმღერა ვის ეძღვნება, ამას კითხვა აღარ უნდა… ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, თორნიკე ხიზანიშვილს ეძღვნება. სიმღერა ყველა შეყვარებულს ვაჩუქოთ. გაგიკვირდებათ და პოზიტიური ტექსტია, დამსვი, მაფიქრე, მატირე ტექსტები აღარ არის. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და აქედან გამომდინარე შეიცვალა ტექსტებიც. ჩაიწერა ხვიჩა ხარაიშვილის სტუდიაში, მას ეკუთვნის არანჟირება. მუსიკა და ლექსი მე მეკუთვნის.
ფატი ბროლაშვილი – ცხოვრება გაჩუქე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფატი ბროლაშვილი – რატომ შემიყვარდი, რატომ. Live
ფატი ბროლაშვილი. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”