რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მზია გეწაძე და საბა საფარელი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „მეყვარები“ პრემიერა შედგა.
როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?
საბა: ჩვენი მეგობრობა თანამშრომლობით, ჩვენი დუეტით დაიწყო. სამი წლის წინ, ჩემი სოლო კონცერტისთვის ვემზადებოდი, სადაც ბევრ დუეტს ვასრულებდი. მზია ახალი გაცნობილი მყავდა, ის ისეთი ადამიანია, რომ ძალიან მალე მომხიბლა მისი პიროვნული თვისებებით და შევთავაზე, რომ კონცერტზე გამოსულიყო. მაშინ, ჩვენ მეგობრები არ ვიყავით, ამიტომ სიმღერით დაიწყო ყველაფერი, სიმღერამ შეგვახვედრა. იმის შემდეგ, ჩვენ უკვე 5 დუეტი შევქმენით.
მზია, ძალიან პოპულარულია თქვი სიმღერა „ბოშა ქალო“, თქვენმა რომელიმე ნამუშევარმა თუ შეძლო მისი ჩანაცვლება?
მზია: არა, ჯერ არა. ვცდილობ, ვმუშაობ ჩემს თავზე, ვაკეთებ ახალ-ახალ სიმღერებს და რომელიმე კიდევ იქნება ასეთი. არსად გვეჩქარება, 30 წელი იცადა „ბოშა ქალმა“, რომ ასეთი ჰიტი გამხდარიყო. ერთი 30 წელი კიდევ მოვიცდი, არ არის პრობლემა.
საბა, შენი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად რომელი სიმღერა უყვარს მსმენელს?
საბა: ჩემს შემთხვევაშიც, იგივე ხდება, 3 წელის წინ, გაჰიტდა სიმღერა „ატმის ხეები რომ იყვავილებს“ და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მიხარია, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს სიმღერა და დღეისთვის 33 მლნ ნახვა აქვს.
სხვა რა მნიშვნელოვანი სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში და როგორია სამომავლო გეგმები?
მზია: ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დადგება ივლისის 17 რიცხვში, მივფრინავ საფრანგეთში და 18 ივლისს, პარიზში საერთაშორისო ფესტივალზე ვიმღერებ. ამჯერად ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
საბა: მე სექტემბერში მივდივარ გერმანიაში.
ვისაუბროთ თქვენს დუეტზე „მეყვარები“.
საბა: სიმღერა გიორგი ხასიშვილისაა, მისი გახლავთ მუსიკა. ძალიან დიდი მადლობა მას, რომ შესრულების და ჩაწერის უფლება მოგვცა.
მზია: ასევე, დიდი მადლობა ტექსტის ავტორს, ეკა თარგამაძეს. დუეტისთვის სპეციალურად ახალი ტექსტი დაიწერა. ზოგადად, ამ სიმღერას ავტორი, გიორგი ხასიშვილი ასრულებდა, თავისი ტექსტით. ჩვენ შევცვალეთ ვერსია.
საბა: ერთადერთი არ შევეხეთ მელოდიას. არანჟირების ავტორი შოთა ბანძელაძე გახლავთ.
მზია: სიმღერა ზაზა ლომთაძის სტუდიაში ჩაიწერა.
მზია გეწაძე & საბა საფარელი – მეყვარები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მზია გეწაძე & საბა საფარელი – ემიგრანტის სიმღერა
საბა საფარელი & მზია გეწაძე – ატმის ხეები რომ იყვავილებს