LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპურში ახალი ტიპის ტაქსები გამოჩნდა

41

კომპანია nuTonomy დიდი ხანია ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობს. ავტონომიური მართვითი სისტემები, და უპილოტო ელექტროქარები მათი მუშაობის ძირითადი სპექტრია. აღნიშნული კომპანია მუშაობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ერთად, როგორიცაა Renault-ი და Mitsubishi. ამ ორი გიგანტის ელექტროქარების – Renault Zoe-სა და Mitsubishi i-MiEV-ის ტაქსების ტესტირება ქალაქ სინგაპურში უკვე შედგა.

მანამ, სანამ პროექტი მუშაობის სტადიაშია, ტესტირების ფარგლებში მგზავრების გადაყვანა უფასოდ განხორციელდება. ეს აქცია ამერიკაში Uber-ის ტაქსების პროექტითაა ინსპირირებული. ავტომობილის გამოძახება სპეციალური მობილურ-აპლიკაციითაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე უპილოტო ტაქსები სინგაპურის მხოლოდ ერთ უბანში იმოძრავებს. აღნიშნულ ავტომობილებში მგზავრებთან ერთად მუდმივად იქნება კომპანიის წარმომადგენელი, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ აქციაში მონაწილეობის სურვილი Audi-მაც გამოთქვა. სავარაუდოდ კომპანია nuTonomy მიმდინარე აქტივობებში ქროსოვერ Audi Q5-ს ჩართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები