LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპურში იპოვეს კაცი, რომელიც უკვე 30 წელია ტყეში ცხოვრობს

61
-123244599-06356687-079e-4705-b99f-ff97e7944af6

სინგაპურის მკვიდრი ო გო სენგი 30 წელზე მეტია ტყეში ცხოვრობს და თავს ბოსტნეულის გაყიდვით ირჩენს. მამაკაცმა პატარა ქოხი აიშენა და იქვე ბოსტანიც მოაწყო.
სენგის ისტორია გამოცემა BBC-იმ გაავრცელა.

სინგაპური ცხოვრების მაღალი დონით გამორჩეული სახელმწიფოა, ამიტომ ტყეში გადახვეწილი მოხუცის ისტორიამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

ო გო სენგი შობის პერიოდში ქუჩაში უკანონო ვაჭრობის გამო დააკავეს. თვითმხილველმა კონფლიქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა. შემთხვევით ერთ-ერთი პარლამენტარი დაინტერესდა და მამაკაცის სრული ბიოგრაფია გაარკვია.
მამაკაცის სოფელი 1980-იან წლებში დაანგრიეს და მაცხოვრებლები ახალ ცათამბჯენებში გადაასახლეს. სენგმა ოთხ კედელში დიდ ხანს ვერ გაძლო და მალევე მშობლიურ ტყეს დაუბრუნდა.

როგორც ის ამბობს მარტოობა რთული არ ყოფილა და ერთადერთ პრობლემას წარმომადგენდნენ თაგვები, რომლებიც მის ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს აფუჭებდნენ.

მამაკაცს სხვა კუნძულზე ცოლი და ქალიშვილიც ჰყავს და ტყეში ცხოვრების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

უსახლკაროს ისტორიის გავრცელების შემდეგ მას სახლი აჩუქეს და ამჟამად ოჯახთან შეერთებაში ეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები