LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიელების მოწოდება: არ დაგავიწყდეთ სხვებიც

25

სირიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ფაირ იბრაჰიმმა პარიზის ტერაქტში დაღუპულთა პატივის მისაგები წუთიერი დუმილის წინ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა არ დაივიწყონ მთელს მსოფლიოში სხვა ტერაქტებისას დაღუპულები.

იბრაჰიმმა, რომელსაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გამოსახულებიანი თეთრი მაისური ეცვა, ყურადღება გაამახვილა, რომ მსგავსი წუთიერი დუმილი ტერორიზმის სხვა შემთხვევების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად არ იმართება.

”ჩვენ 30 წამის განმავლობაში ფრანგების ხსოვნას მივაგებთ პატივს, მაგრამ არავინ იხსნებეს დაღუპულ სირიელებს, ისინიც გახსოვდეთ” – განაცხადა სირიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები