ნეტბოლის ბრიტანელ ქალთა ნაკრები ქველმოქმედებისთვის გაშიშვლდა. ბირმინგემის უნივერსიტეტის ქალთა ნაკრებმა ყოველწლიური კალენდარისთვის იპოზიორა.
გაყიდვებით შემოსული თანხა მთლიანად მკერდის კიბოსთან ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება. როგორც ფოტოსესიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლივ სტებლსმა განაცხადა, გოგონები თავიდან ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა პირველივე კადრების გადაღების შემდეგ მოეშვნენ და საქმეს თავი ადვილად გაართვეს. აღსანიშნავია, რომ შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.