LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულის კუნძული“ იყიდება

153
Capture

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რომანტიკული კუნძული – ხორვატიული „სიყვარულის კუნძული“ – გასაყიდად გამოიტანეს. Reuters-ის ინფორმაციით, საწყისი ფასი 13 მილიონი ევროა.

ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე განთავსებული ულამაზესი ლოკაციის გაყიდვის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე არც სასტუმროები, ვილები თუ რესტორნები არ არის, სელებრითები ზაფხულობით ლოკაციას იახტებით სტუმრობენ და იქ განმარტოებით, უკაცრიელ გარემოში ისვენებენ. მაგალითად, სწორედ ამ კუნძულზე აღნიშნა ბიონსემ თავისი 39 წლის დაბადების დღე, დანიშნულებას ხშირად სტუმრობენ მაიკლ ჯორდანი და ჯეფ ბეზოსიც.

„კუნძულზე და მის გარშემო ყოველ წელს მილიონობით ფოტოს იღებენ და მე ვფიქრობ, მისი პოპულარობა მართლაც ძალიან დიდია“ – განაცხადა ლოტის მფლობელმა.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდად გამოტანილია კუნძულის მხოლოდ მესამედი ნაწილი ანუ დაახლოებით 40 ათასი კვადრატული მეტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები