LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში წყვილმა სიძვირის გამო სახლი ვერ იყიდა და კუნძულს დასჯერდა

111
hq720

24 წლის ოლივერ რასელმა და მისმა 20 წლის შეყვარებულმა ჰელენა ტომაშევსკაიამ უკაცრიელი კუნძული იყიდეს, რადგან სახლის ყიდვა სიძვირის გამო ვერ შეძლეს. უჩვეულო ისტორიის შესახებ New York Post წერს.

ოლივერმა და ჰელენამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, შეყვარებულები მალევე გახდნენ და ერთად გადასვლაზე ოცნებობდნენ. წყვილი ეძებდა პატარა სახლს, რომელსაც საუნაც ექნებოდა, თუმცა მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილება არც თუ ისე იაფი აღმოჩნდა. შეყვარებულები მიხვდნენ, რომ სახლის ყიდვას შეზღუდული ფინანსების გამო ვერ შეძლებდნენ, ამიტომ მისი დამოუკიდებლად აშენება გადაწყვიტეს.

მიწის ძებნის დროს მათ უკაცრიელი კუნძული აღმოაჩინეს. კუნძულის ფასი 32 ათასი ევრო იყო, თუმცა ოლივერმა მეპატრონესთან მოლაპარაკება შეძლო და საბოლოო ფასი 28 ათასამდე დააკლებინა.

შეყვარებულებმა კუნძულის მოწყობა უკვე დაიწყეს, დადგეს კარავი, საწოლი და პირველადი საჭიროების ნივთები. სახლის აშენებასაც უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები