LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი საავტომობილო ბაზარზე

43

ამერიკული კომპანია EPA გერმანულ ავტომწარმოებელ ვოლკსვაგენს უჩივის იმის გამო, რომ ვოლკსვაგენის მიერ გამოშვებული დიზელზე მომუშავე  ავტომობილები დაშვებულზე 40-ჯერ მეტ ნატრიუმის ოქსიდს გამოყოფს, რამაც EPA-ს ცნობით, ასთმით დაავადების პროცენტულობა გაზარდა.

კომპანია აქვეყნებს „დამნაშავე“ ავტომობილების სიასაც. ამ სიაში მოხვდნენ ისეთი ავტომობილები როგორიცაა : Jetta, Beetle, Audi A3 და Golf. საერთო ჯამში საუბარია 11 მილიონ ავტომობილზე მსოფლიოს მასშტაბით. „ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს იმედები გავუცრუეთ“ – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი მარტინ ვინტერკორნი.

როგორც ირკვევა გერმანულ კომპანიას სასამართლო პროცესის წაგების შემთხვევაში მოუწევს სახელმწიფოსთვის 18 მილიარდი ზარალის ანაზღაურება, გარდა ამისა, 7 მილიარდი უკვე დახარჯული აქვს სასამართლო პროცესებზე და პლუს ამას, დიდი შანსია იმის, რომ სასამართლომ დამატებითი განაჩენის სახით, თითოეული გაყიდული ავტომობილის საფასური მყიდველს უკან დაუბრუნოს. გარდა ამისა, გერმანელებს იაპონური კომპანია “სუძუკიც” უჩივის, რის გამოც ვოლკსვაგენის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. სწორედ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანულმა კომპანიამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები