სლოვაკეთში, ქალაქ შიარ-ნად-გრონომში გაჩნდა მსოფლიოში პირველი გზა, რომელიც სიგარეტის ნამწვისგანაა დამზადებული.
გზის დასაგებად სიგარეტის ფილტრი პლასტმასის ბოჭკოდ გადაამუშავეს და შემდეგ გზის საფარის დანამატად გამოიყენეს.
უჩვეულო ტრასა ამ ეტაპზე საპილოტე პროექტია. ამჟამად ანალოგიური გზის დაგება იგეგმება ბრატისლავაშიც. ამისათვის ქალაქის ბაზრობებზე, ფესტივალებზე თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში დადგეს კონტეინერები, რომელშიც სიგარეტის ნარჩენებს შეაგროვებენ. ეს კონტეინერები გათვლილია როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის ფილტრებზე, ასევე თანამედროვე მოწყობილობების მიერ დარჩენილ თამბაქოზე.
სიგარეტის ნამწვი – ნაგვის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც გარემოს აზიანებს და ძალიან საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მიკროპლასტმასი, რომელიც სიგარეტის ფილტრის შემადგენლობაშია – აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს, წამლავს ადამიანებს და ცხოველებს. ევროპული ქვეყნები სხვადასხვა ხერხებს იგონებენ, რათა ეს საშიში ნარჩენი სასარგებლო ნივთიერებად გადააქციონ.