მსოფლიო მოუთმენლად ელოდება კომპანია Apple-ის კიდევ ერთ ინოვაციას, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. საუბარია უპილოტო ავტომობილზე, რომელზეც კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.
რამდენიმე დღის წინ სოც-ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც შესაძლებელია დავინახოთ ტესტირების რეჟიმში მყოფი Apple-ის ავტომობილი. ექსპერტების თქმით, ვიდეოს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გაყალბებული. ასეთი დასკვნა ექსპერტებმა მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც დააკვირდნენ კამერების მოძრაობასა და გამოყენებულ ვიზუალურ ეფექტებს.
ვიდეოსთან ერთად გავრცელდა გარკვეული ინფორმაციაც უახლესი ავტომობილის შესახებ. როგორც ვიდეოშია საუბარი, ავტომობილი სპეციალური სისტემის T.N დახმარებით დამოუკიდებლად მოძრაობს.
მოდელის პრემიერა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი…