LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო Xiaomi–ს დებიუტი Apple–ის კონკურენტზე უფრო ადრე შედგება

49
xiamonews

ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Xiaomi Group–ის უპილოტო ავტომობილი დღის შუქს ალბათ 2025 წლიდან იხილავს. უკვე ცნობილია, რომ ეს იქნება ავტომობილი ავტონომიური სისტემის მეოთხე დონით, რომლის შესაქმენლადაც Xiaomi–მ ავტონომიური მართვის განყოფილებაც კი გახსნა და 500–მდე ახალი ინჟინერი დაასაქმა.

Xiaomi, რომელსაც დამოუკიდებლად ჯერ ერთი ავტომობილიც კი არ გამოუშვია, გეგმავს რომ მეოთხე თაობის უპილოტო სისტემის ელექტროქარი წარადგინოს. ეს კი ტექნოლოგიის ბოლო სიტყვაა და იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე გადაადგილება ადამიანის ჩარევის გარეშე შეეძლება.

ამ წლის გაზაფხულზე კორპორაციამ განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი ელექტროქარების გამოშვებას გეგმავდა. წარმოებაში ბრენდმა 1,5 მილიარდი დოლარი ჩადო და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მსოფლიო პირველ ელექტროქარს 2023 წლისთვის იხილავს.

რაც შეეხება Apple Car–ს, დაუზუსტებელი ცნობებით, უპილოტოს წარდგენა 2024–25 წლისთვის იგეგმება, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც პრემიერის თარიღი 2027 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები