LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფოს ხმამ გაზაფხული შემოიტანა ამ სიმღერაში… იმედი გვაქვს, ჩვენი სიმღერა მსმენელის გულამდე მიაღწევს“ – მირზა მოდებაძე და სოფო პაპუაშვილი სტუმრად „არ დაიდარდოში“

313
მირზა-მოდებაძე-&-სოფო-პაპუაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მირზა მოდებაძე და სოფო პაპუაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს ერთობლივი ნამუშევარი „ამოდი, ამოანათე“ წარუდგინეს.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

მირზა: დატვირთულები ვართ. ყურადღებას ვუთმობ ახალ-ახალ სიმღერებს, ვცდილობ, რომ უმეტესობა საავტორო იყოს. უკვე 14 საავტორო სიმღერა მაქვს.

სოფო: მოგეხსენებათ, არასდროს ვჩერდები, სულ მუშაობის პროცესში ვარ. ახლა, ერთ სიმღერას ვაკეთებ, მზადების პროცესშია. მინდა, რომ ვიდეორგოლიც მოვაყოლო. ძალიან საინტერესო სიმღერა გამოდის.

ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „ამოდი, ამოანათე“.

მირზა: ეს სიმღერა, სადღაც, 2 წლის წინ დავწერე, საგაზაფხულოა. სოფოს ხმამ გაზაფხული შემოიტანა ამ სიმღერაში. სიმღერა სასიყვარულო, საგაზაფხულო განწყობას ქმნის. არანჟირება უნიჭიერეს მუსიკოსს, ლაშა ივანიაშვილს ეკუთვნის. სიმღერაზე ასევე იმუშავეს, პიანისტმა – გიორგი ოთინაშვილმა და ბასგიტარისტმა – ნოდარ ექვთიმიშვილმა. იმედი გვაქვს, ჩვენი სიმღერა მსმენელის გულამდე მიაღწევს.

მირზა მოდებაძე & სოფო პაპუაშვილი – ამოდი ამოანათე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მირზა მოდებაძე & სოფო პაპუაშვილი – იებს ნუ მიუტან ახალ შეყვარებულს

მირზა მოდებაძე & სოფო პაპუაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები