LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის აეროპორტმა უჩვეულო რეკორდი დაამყარა

108
6805301bac218bb2da6f0d9b

სტამბოლის აეროპორტი ისტორიაში შევიდა როგორც ევროპის პირველი ავიაბაზა, სადაც ერთდროულად სამი თვითმფრინავი დაჯდა. უჩვეულო მიღწევის შესახებ Cnn Turk წერს.

„ოპერაცია ისტორიაში მოხვდება როგორც პირველი შემთხვევა (ევროპაში) ერთდროულად სამი თვითმფრინავის დაფრენისა. ამ გზით, სტამბოლის აეროპორტი გახდა ევროპაში პირველი, სადაც პირველად დაჯდა სამი ლაინერი ერთსა და იმავე დროს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რეისების სინქრონული დაფრენა რადარების ფოტოებში დაფიქსირდა. რეკორდში მონაწილე ლაინერები სტამბოლში სტოკჰოლმიდან, პარიზიდან და ანტალიიდან ჩაფრინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები