LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

41

ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თვითმფრინავი ყაზახურ ავიაგადამზიდს SCAT-ს შეეჯახა.

ინციდენტი 25 ივლისს, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მოხდა.

Scat-ის ლაინერი ქალაქ აკტაუში, ყაზახეთში მიფრინავდა და ასაფრენი ბილიკისკენ უხვევდა, ამავე დროს ასაფრენ ბილიკზე Turkish Airlines-ის ლაინერიც გავიდა. შედეგად კი Scat-ის საჰაერო ხომალდი თურქულ ლაინერს შეეჯახა, რომელიც ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში უნდა გაფრენილიყო.

Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 286 მგზავრი იჯდა, უკანა ნაწილის დაზიანება მიიღო. მიადგა თუ არა რაიმე ზარალი Scat-ის ლაინერს, უცნობია. ინციდენტის შედეგგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები