LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარიჯს ლივერპულში სუარესსა და ტორესსზე კარგი სტატისტია აქვს

19

პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ლივერპულმა“ შინ „ასტონ ვილა“ 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა დანიელ სტარიჯმა.

დანიელ სტარიჯი პრემიერ-ლიგის მატჩებში საშუალო შედეგიანობით „ლივერპულის“ ისტორიაში საუკეთესო ფორვარდია.

სტარიჯს “ასტონ ვილასთან” გაფორმებული დუბლით “ლივერპულის” რიგებში 57 მატჩში 37 გოლი დაუგროვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტარიჯი “ლივერპულის” მაისურით ერთ მატჩში საშუალოდ 0,65 გოლს იტანს, რაც ამ გუნდის ფორვარდებისთვის საუკეთესო შედეგია.

სტარიჯმა შედეგიანობით ისეთი ფორვარდები ჩამოიტოვა, როგორებიც ფერნანდო ტორესი და ლუის სუარესი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები