მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2014 წელს, ბათუმში არასწორი პარკირებისთვის, ჯარიმა ახლა დააკისრეს.
„2014 წელს ბათუმში გეყენათ მანქანაო ( ესე თქვეს ზუსტად) არასწორი პარკირებისთვისო… ხო და მანქანას დაგიყადაღებთო თუ 192 ლარს არ გადაიხდითო…. ჩემთან არ მოსულა ეგ ჯარიმა…“ – აღნიშნავს მომღერალი.
ერთ-ერთი მეგობარი სტეფანეს უწერს, რომ მას მესიჯებით მოსდის ინფორმაცია ჯარიმების შესახებ, რაზეც მომღერალი ღიმილით პასუხობს: „ფულის აგროვების ახალი პონტია აშკარად…“