LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე „ვოისს“ აკრიტიკებს: „ამ „პირველად საქართველოში“ რომ გაიძახით…“

35

სტეფანე მღებრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე, „ვოისს“ ეხმიანება და წერს: „ამ „პირველად საქართველოში“ რომ გაიძახით… იქნებ აქამდე ვინმეს გაკეთებული აქვს, სანამ ანონსს გაუშვებთ, რეჟისორთან მაინც გაარკვიეთ… პირველად Wild Card მე გამოვიყენე „ვოისში“ და ეს მაგარი ბიჭი, იოანე არაბული აღმოვაჩინე, მას შემდეგ ბევრ პროექტში ჰქონდა წარმატება, არა მარტო საქართველოში… წარმატებებს გისურვებთ“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

მისი ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მეგობარი წერს, რომ სტეფანე „ვოისს“ ძალიან აკლია, რაზეც მუსიკოსი პასუხობს: „სადაც ვარ, კარგად ვარ, მადლობა“.

სტეფანემ ანონსი ახსენა და საუბარია ეკა ხოფერიას გადაცემაზე, სადაც დღეს რამდენიმე კონკურსანტს მეორე შანსი მიეცემა, მათ ანრი ჯოხაძესა და ქეთა თოფურიას გუნდებში ორი თავისუფალი ადგილი შეავსონ. ანონსი კი შემდეგნაირია: „დღეს Wild Card ეკა ხოფერიას შოუში“.  წამყვანი ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა „ვოისი საქართველოს“ ისტორიაში. როგორც ჩანს, სტეფანე სწორედ ამას გამოეხმაურა თავისი პოსტით.

stefane

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები