LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stellantis-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი სუფთა უნიფორმას ითხოვენ

31
Stellantis

Stellantis-ის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, პროფკავშირები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მოთხოვნათა შორისაა გათბობისა და კონდიცირების სისტემების შეცვლა და დასაქმებულებისთვის სუფთა უნიფორმების დარიგება. გაფიცულებს კომპანიაში ეუბნებიან, რომ ამ ყველაფრისთვის საჭირო თანხები არ აქვთ, ამ დროს კი ახალი ქარხნის ასაშენებლად ათობით მილიონი იხარჯება.

პროფკავშირების ინფორმაციით, ავტომწარმოებელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მრავალი წელია აპირებს, თუმცა ამისთვის ვერა და ვერ მოიცალა. ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს საჭირო სახსრების არ არსებობით ხსნით და მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები