LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრესი გაწუხებთ? დაძაბულობის მოსახსნელად ძროხების მოფერებაზე რას იტყოდით?

144
uk-cow-cuddling_2023-12-03_17-34-46

სტრესის მოსახსნელად ძროხების მოფერების სერვისი დიდ ბრიტანეთში დანერგეს.

Euronews-ის ინფორმაციით, ორიგინალურ დახმარებას ადამიანებს ინგლისის ჩრდილოეთში მდებარე ფერმაში სთავაზობენ.
„ადამიანები აქ სტრესისა და დაძაბულობის დასავიწყებლად მოდიან. ცხოველებთან დროის გატარება ხომ ნამდვილი თერაპიაა“.
საინტერესოა, რომ ძროხების თერაპია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსურველთა რიცხვი იმდენად ბევრია, რომ ბილეთები ერთი თვით ადრე იყიდება.

ძროხებთან დროის გატარების საფასური 58 ევროს შეადგენს და ამ ფასში მათი მოფერება და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებიც შედის.

ფერმის მეპატრონეებმა უცნაური სერვისი თებერვლის თვეში მას შემდეგ დაიწყეს, რაც გარკვეულ ეკონომიკურ სირთულეებს გადააწყდნენ. ექსპერიმენტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კი ცხოველების მომზადებას შეუდგნენ.
„ძროხებს ყოველი ვიზიტის წინ ახლაც განსაკუთრებულად ვამზადებთ. მათ ნაირ-ნაირ საკვებს ვაძლევთ, რათა მაძღრები იყვნენ, წყნარად იწვნენ და ვიზიტორებს მოფერების საშუალება მისცენ. „

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები