LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრესი სამსახურში პასიურ მოწევაზე უარესია

23

სტენფორდისა უნივერსიტეტისა და ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის წარმოამდგენლებმა 228 მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, შედეგების გაანალიზების შემდეგ კი, აღმოაჩინეს, რომ სამსახურში მუდმივ სტრესში მყოფი ადამიანები, უფრო მეტად არიან მიდრეკილი სხვადასხვა სახის დაავადებებისკენ, ვიდრე ისინი, ვინც არასდროს ნერვიულობს. ამასთანავე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხანგრძლივი ჯდომა სამუშაო მაგიდასთან 20%-ით ზრდის ადრეული სიკვდილის რისკს.

როგორც აღმოჩნდა, სტრესს ყველაზე ხშირად სამუშაოს დაკარგვის შიში იწვევს და სწორედ ის ხდება დაავადებების 50%-ის მაპროვოცირებელი. მეცნიერების განცახდებით, ამგვარი სტრესი უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე პასიური მოწევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები