LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru ელექტრონულ ქროსოვერს გამოუშვებს

33

კომპანია Subaru ელექტრონულ ქროსოვერს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გაზეთი Nikkan Kogyo Shimbun ავრცელებს.

სავარაუდოა, რომ ახალი სერიის ავტომობილი 2021 წლისკენ გამოჩნდება. იგი აგებული იქნება Forester-ის მოდელის ბაზაზე გლობალური მოდულის შასით, რომელიც – Subaru Global Platform-ის სახელითაა ცნობილი. ელექტრონული ქროსოვერი განახლებული მახასიათებლებით იქნება წარმოდგენილი.

SGP-ის მოდულური პლათფორმა ასევე გამოყენებულ იქნა Subaru-ს ჰეჩბექისა და სედანის – Impreza-ს ახალ თაობაში. მოდულური შასი კომპანიის ახალ მოდელებს 70 პროცენტამდე მეტ წარმადობას ჰპირდება. SGP-ს ბაზაზე შექმნილ ავტომობილებს ერთმანეთისგან განსხვავებული ზომები გამოარჩევს.