LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru-მ სპორტული კუპე BRZ გააუმჯობესა

159

Subaru-მ სპორტული კუპე BRZ გააუმჯობესა. იაპონურმა ბრენდმა სპორტქარი განაახლა და მცირე დეტალებთან ერთად მისი აეროდინამიკაც შეცვალა. ვერსია RA Racing ჯერ-ჯერობით მხოლოდ იაპონურ ბაზარზეა ხელმისაწვდომი და მან ახალი ღვედები და უსაფრთხოების სისტემაც მიიღო. მთავარი ცვლილება კი ავტომობილის ძარის უკანა მხარეს შეეხო, სადაც ტურბულენტობის შესამცირებლად სპეციალური სისტემა დამონტაჟდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტქარი მოსახვევებს ბევრად უფრო სტაბილურად გაივლის.

რაც შეეხება Subaru BRZ-ის ტექნიკურ მახასიათებლებს – თითქმის არაფერი შეცვლილა. სპორტქარს 2 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს და 207 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მისი მოდიფიკაცია კი რბოლების მოყვარულებზეა გათვლილი და ბევრად უფრო სწრაფია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები