როგორც კომპანია Subaru-ს გენერალური დირექტორი კისიმოტო ესიკი აცხადებს, ახალი ავტომობილის Viziv-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვებას არ გეგმავს.
”სიმართლე გითხრათ, Viziv ისეთი ავტომობილების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად ავტოინჟინრების, დიზაინერებისა და უახლესი ტექნოლოგიების წარმატების საჩვენებლად მზადდება. შესაბამისად, მის სერიულ წარმოებაში ჩაშვება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ განვიხილავთ. თუმცა, არავინ იცის მომავალში რა იქნება” – აცხადებს კასიმოტო ესიკი.
შეგახსენებთ, რომ Subaru Viziv Future Concept 2015 წელს, ტოკიოს რიგით 44-ე ავტოშოუზე წარსდგა, რომელიც კომპანიამ აქციისთვის ”Subaru და აქტიური ცხოვრების სტილი”-ს დაამზადა. ავტომობილის კონცეპტში უამრავი ინოვაციური ტექნოლოგიებია გამოყენებული და სწორედ ამიტომ, გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება მიიპყრო.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ყველაზე მეტად Subaru Viziv-ში ავტომატური მართვის სისტემა მოეწონათ, რაც შემდეგში Subaru-მ სერიულ წარმოებაში EyeSight-ის სახელწოდებით გამოიყენა. ეს სისტემა GPS-ს მეშვეობით მუშაობს და ძირითადად დიდ მანძილზე ან მაგისტრალებზე გადაადგილებისას გამოიყენება.
გარდა ამისა, ავტომობილი მძლავრი ჰიბრიდული სისტემითა და ახალი ტიპის ტურბინიანი ძრავით გამოირჩევა, რომელიც ელექტროძრავთან შეთანხმებულად მუშაობისას საოცრად ეკონომიური ხდება.