სუპერქარების კოლექციონერმა და მრბოლელმა პაბლო პერესმა თავისი სასტუმრო ოთახის ცენტრში ვერტიკალურ სადგამზე, Zonda Revolucion განათავსა. ეს უჩვეულო არტ-ობიექტი ინსტაგრამ-ექაუნთ pperezc-ზეა გამოქვეყნებული.
ინსტალაცია სუპერქარის სრულზომიან მაკეტს წარმოადგენს, ყოველგვარი მექანიკური კვანძებისა და აგრეგატების გარეშე. თუმცა, ერთ-ერთ ინსტაგრამ კომენტარში წერია, რომ წინათ ეს ავტომობილი „ნამდვილი“ იყო.
ასეთი ავტომობილი აღჭურვილი იყო V12 AMG ატმოსფერული ძრავით, რომლის სიმძლვარეც 800 ცხენის ძალას შეადგენს. ნულიდან ას კილომეტრამდე სუპერქარი 2,5 წამში ჩქარდება.