LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერთასი ჯანოს: რუსეთში ქართული დერბი ანანიძემ მოიგო

77

რუსეთში 2017-2018 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასის ფინალით გაიხსნა, რომელშიც ჩემპიონი „სპარტაკი“ თასის მფლობელ „ლოკომოტივს“ შეხვდა.

ძირითადი დრო ფრედ – 0:0 დასრულდა. დამატებით დროში, 101-ე წუთზე ლუიშ ადრიანომ “სპარტაკი” დააწინაურა, 113-ე წუთზე პრომესის გოლით ანგარიში 2:0 გახდა.

„ლოკომოტივმა” მხოლოდ ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლო – 116-ე წუთზე თავი გამოიჩინა ფერნანდეშმა და მატჩი 2:1 დასრულდა „სპარტაკის“ სასარგებლოდ, რომელიც პირველად გახდა რუსეთის სუპერთასის მფლობელი.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 71-ე წუთზე შევიდა მოედანზე. „ლოკომოტივის“ რიგებში 120 წუთი ითამაშა ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები