LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდი ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანაა

95

ტაილანდი ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანაა. ბრიტანულმა სადაზღვეო კომპანია Endsleigh-მ იმ ქვეყნების სია შეადგინა, სადაც ტურიზმი სერიოზული საფრთხის შემცველია და მოგზაურებმა მათი მონახულებისგან თავი უნდა შეიკავონ.

წლევანდელი სიის ლიდერი კი ტაილანდია, აღმოჩნდა რომ სადაზღვეო პრეტენზიების მეოთხედი, ანუ -23% სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება. საშიშთა რეიტინგშია ასევე საფრანგეთი (7%), ესპანეთი (8%) და გერმანია (8%). საფრანგეთსა და ესპანეთში ტურისტებს ძირითადად ჯიბის ქურდები ხვდებიან ხოლმე, ამიტომ სპეციალისტები ყველას განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ. ხოლო, რაც შეეხება ნეპალს, პერუსა და ბრაზილიას – ამ დანიშნულებებში საფრთხეები კიდევ უფრო სერიოზულია და მათ მონახულებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები