LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალღის ქიმზე ყოფნა დასველების გარეშე: როგორ დაიპყრეს სტვენით გაგდებულმა იაპონელებმა ამერიკა

160
Capture

იაპონელების საოცარ ავტომობილებს ევროპელები ლუპით აკვირდებიან და მაინც ვერაფერს იგებენ. როდესაც კიიჩირო ტოიოდამ 1911 წელს ავტომობილის წარმოება პირველად დაიწყო, დეტროიტის ცაზე მოიღრუბლა. ტოიოდა ევროპული და ამერიკული ავტოწარმოების კლონირებას შეუდგა და დასწრებაზეც წარმატებულად ითამაშა.

საკიჩი ტოიოდა – Toyoda Automatic Loom Works-ის დამაარსებელი და მისი ვაჟი კიიჩირო ტოიოდა (Toyota Motor Corporation-ის პირველი დირექტორი)

 

“ტოიოტა მოტორის” პირველი ქმნილება 1935 წელს “კრაისლერ ეარფლოუსის” სრული ასლი იყო. პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, “ტოიოტამ” ამ ავტომობილის მხოლოდ სამი ცალი გაიყიდა. ერთ წელიწადში “კრაისლერში” ახალი “ეარფლოუ” დაამზადეს, “ტოიოტამ” მისი ძარა მაშინვე გადაიღო, 6-ცილინდრიანი ძრავა კი “შევროლესგან” “ისესხა”. დაახლოებით ასე 30-იან წლებამდე გრძელდებოდა.

ომის შემდეგ კი, იაპონურ ავტოწარმოებას შავი დღეები დაუდგა. გადარჩენის იმედი მხოლოდ კორეის ომის დროს ამერიკელების აღმოსავლეთ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ გაჩნდა. კუნძულებზე დიდი ფული დატრიალდა და წარმოებაც ფეხზე დადგა. “ტოიოტას” ძველი ამბიციები გაახსენდა. 1957 წელს იაპონელებმა ამერიკის ბაზრის დაპყრობა გადაწყვიტეს. დაბალი ხარისხის, ზედმეტი თავმდაბლობის და დაუხვეწავი პროპორციების გამო “ტოიოტამ” სრული კრახი განიცადა.

შემდგომი განვითარება და საოცარი აღმასვლა ორიგინალური მოდელების წყალობით მოხდა. მიზეზი ბიზნესის მართვაშიც იყო. მოფიქრებული ინოვაციებისთვის თანამშრომლების დაჯილდოებამ, სისხლის ბოლო წვეთამდე კომპანიის ერთგულებამ და მენეჯმენტის საოცარმა სისტემურობამ შედეგი გამოიღო. პირველი ამერიკული დეფილეს დროს სტვენის ფონზე გაგდებულმა იაპონელებმა 70-ინებში ხარისხი იდეალურამდე აიყვანეს. ამერიკული ბაზარიც მათ ხელებაწეული დანებდა. დეტროიტში კვლავ ერთ ადგილს ტკეპნიდნენ და იაპონელებს ხარისხობრივად ვერაფერს უპირისპირებდნენ.

შეტევა ამერიკასა და ევროპაზე მესამე სამყაროში შესვლამაც გაამაგრა. ქვეყნების უმრავლესობა ავტომობილების შემოყვანაზე უზარმაზარ გადასახადებს აწესებდა და ხალხიც იმას ეძებდა, რაც უფრო იაფი და მეტ-ნაკლებად ხარისხიანი იყო. შედეგად, აზიისა და ლათინური ამერიკის ავტოპარკი “ტოიოტას” ავტომობილებით შეივსო.

80-იანებში “ტოიოტამ” ყველაფერი დაამტკიცა რაც შეეძლო, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. 1983 წელს “ტოიოტას” ტოპ-მენეჯერების “საიდუმლო სერობა” გაიმართა. ასეთი შეხვედრები ხომ იაპონელი ავტოგიგანტების ურთიერთობის საყვარელი ფორმა იყო. იქ ახალი დამრტყმელი ძალის შექმნა გადაწყდა. ასე დაიბადა ყველასათვის ნაცნობი “ლექსუსი”. ევროპელი სპეციალისტების დახასიათებით, თუ “მერსედესისა” და “ბმვ”-ს დიზაინ მოტივებს შეაერთებთ, სიმძლავრის და ხარისხიანობის ჩათვლით მათი ღირსებების მთლიან პაკეტს შეინარჩუნებთ და შემდეგ ფასიდან პრესტიჟულობის დანამატს მოაშორებთ, ფასის ორ მესამედში სწორედ “ლექსუსის” ყიდვას შეძლებთ.

სანამ ევროპაში დროს კარგავდნენ, იაპონელებმა საკუთარი განუმეორებელი იმიჯის შექმნა მოასწრეს. ამ საოცარ წარმატებას უამრავი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ათასწლოვანი ცივილიზაციის მემკვიდრეებს სამყაროს სრული აღქმა სისხლში აქვთ გამჯდარი – დასველების გარეშე ტალღის ქიმზე ყოფნა მათი საფირმო ნიშანია.

 

მოდელი AA ლოუმენის მუზეუმში (ჰააგა)

 

1936 Toyota AA სტანდარტული სედანი

 

1936 Toyota AA

 

1943 Toyota Model AC

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები