LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამო ვაშალომიძემ ჯენიფერ ლოპესის ძვირადღირებული კაბა მოირგო

62

თამო ვაშალომიძე თამამი ჩაცმულობით, საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. მოდელი გუშინ „ატელიე კიკალას“ ჩვენებაზე თამამი კაბით გამოჩნდა. წითელმა სექსუალურმა კაბამ, რომელშიც მკერდი თითქმის შიშველია, საზოგადოება აღაფრთოვანა.

– თამო, რატომ გადაწყვიტეთ ასეთი თამამი კაბის ჩაცმა მოდის კვირეულზე?

– მოდის კვირეული როცა ტარდება, ადეკვატურად ჩაცმული უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ ასეთია კვირეულის წესები. ეს კაბა ვერსაჩეს მიერ არის შექმნილი, ასეთი კაბა დიზაინერმა, ჯენიფერ ლოპესისთვის შექმნა და მეც მომეწონა. როცა დავიწყე ფიქრი იმაზე, რა ჩამეცვა მოდის კვირეულზე „ბრენდ შოპს“ დავუკავშირდი და სწორედ მათი საშუალებით გავაკეთე სპეციალური შეკვეთა „ვერსაჩეს“ მოდის სახლთან და რამდენიმე დღეში კაბაც ჩამომივიდა. ვრცლად ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები