LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე სანდრო მიკუჩაძესთან დაშორებას უარყოფს

40

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ბოლო პერიოდია, ერთად არიან. ცნობილი წყვილების პრობლემა მუდმივად ის არის, რომ მათზე ათას ჭორს ავრცელებენ. ერთ-ერთი ასეთი ჭორის შესახებ თამუნამ ჟურნალისტისგან შეიტყო. ამის საპასუხოდ საკუთარ სოციალურ ქსელში მან და სანდრომ ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ამბობენ: „ვიდეომიმართვა მათთვის, ვინც ავრცელებს ხმას, რომ ჩვენ დავშორდით, ვერ მოგართვით“ – ამბობს წყვილი.
თამუნა მუსერიძეს კომენტარისთვის დავურეკეთ.

თამუნა:

ეს ამბავი ჟურნალისტისგან შევიტყვე. ვიღაც ხმას ავრცელებს, რომ მე და სანდრო დავშორდით. რაიმე საფუძველი რომ ჰქონდეს ამ ჭორს, კიდევ ჰო, მაგრამ ამ ჭორს არანაირი საფუძველი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები