LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლები შესაძლოა სიგარეტის მოწევისთვის დაჯარიმდნენ

29

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები უახლოეს მომავალში ამოქმედდება. როგორც ცნობილი ხდება, აკრძალვები შეეხება როგორც დაწესებულებებს, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.

როგორც გაზეთ ”ალიასთან” ინტერვიუში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი”-ს უფროსი ლელა სტურუა აცხადებს, რეგულაციები შეეხება, როგორც კერძო კომპანიის ტაქსის მძღოლებს, აგრეთვე თვითდასაქმებულ ტაქსის მძღოლებსაც. აგრეთვე რეგულაციები ვრცელდება სამარშრუტო ტაქსებსა და ე.წ ყვითელ ავტობუსებზეც.

 

წყარო: გაზეთი ალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები