LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლების ნახევრად შიშველი ფოტოსესია

26

ნიუ-იორკელმა ტაქსის მძღოლებმა pin up-ის სტილში გამართულ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის იდეა მეუღლეებს, ფილიპ და შენონ კირკმანებს ეკუთვნით, რომლებსაც მსგავსი ალბომი უკვე გაუკეთებიათ, თუმცა, მხოლოდ ოჯახის წევრებისათვის.

მოდელებად ”ყვითელი ტაქსების” მძღოლები აირჩიეს, რადგან ნიუ-იორკელებში სწორედ ისინი არიან ყველაზე პოპულარულები. წყვილი მიიჩნევს, რომ მართალია ქალაქელები ტაქსის მომსახურებით სარგებლობენ, თუმცა, ამ ადამიანების შესახებ არაფერი იციან. 2017 წლის კალენდარში მხოლოდ მამაკაცები გამოჩნდებიან, მომდევნო წლებში კი ქალბატონების მიწვევასაც გეგმავენ.

კალენდრის შეძენა პროექტის ვებ გვერდზეა შესაძლებელი. თითო ეგზემპლარის ფასი 14,99 დოლარია. მიღებული თანხიდან ნაწილს მეუღლეები ორგანიზაცია University Settlement-ს შესწირავენ, რომელიც ნიუ-იორკში 30 000-მდე ემიგრანტს ეხმარება.

რაც შეეხება pin up-ის სტილს, ის სათავეს მეოცე საუკუნის შუა წლებიდან იღებს და როგორც წესი ნახევრად შიშველი ქალბატონების გამოსახვას გულისხმობს. ნახატები უმეტეს წილად პოსტერებისა და პლაკატების შექმნისთვის გამოიყენება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები