LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებს ინგლისურ ენას შეასწავლიან

18

ბარსელონას ტაქსის მძღოლებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ კატალონიის დედაქალაქის ტაქსისტებს ეს პრობლემა ნამდვილად აქვთ, ამიტომ მისი მოგვარება აუცილებელია. მერია 13 000 მძღოლს დააფინანსებს, რათა მათ ბაირონის ენა უფასოდ შეისწავლონ. პირველ რიგში კურსებზე სიარული იმ მძღოლებს მოუწევთ, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ და უცხოელებთან კონტაქტიც მუდმივად აქვთ. აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურადაა ჩართული ტურიზმის სფეროც და მისი ღირებულება 30 000 ევროა.

რაც შეეხება გაკვეთილებს, ისინი მარტივად და სწრაფად შესწავლაზე იქნება ორიენტირებული. სურვილის შემთხვევაში მძღოლები მათ მოსმენას დისტანციურადაც შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები