LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსისტმა ტურისტს 16 ათასი რუბლი მოსთხოვა

47

პეტერბურგელმა ტაქსისტმა სასტუმრომდე მიყვანილ ტურისტს 16 ათასი რუბლი მოსთხოვა. „რამბლერის“ ინფორმაციით, მამაკაცმა რომლის ვინაობაც არ სახელდება, ტაქსი აეროპორტში აიყვანა და სასტუმროში მისვლისას აღმოაჩინა, რომ უზარმაზარი თანხა უნდა გადაეხადა. მან თავიდან გაპროტესტება სცადა, თუმცა მძღოლმა კარი ჩაკეტა და სანამ ფული არ მიიღო ტურისტს არ უშვებდა. მოგზაურმა გათავისუფლებისთანავე სამართალდამცავებს მიმართა და გაუმაძღარ ტაქსისტს უჩივლა.

აღსანიშნავია, რომ ტაქსის მიერ განვლილი მანძილი სულ რაღაც 17 კმ. იყო და მისი სტანდარტული საფასური 400-დან 500 რუბლამდეა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები