LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატო გოდერძიშვილმა ახალი სიმღერა 13 ივნისის ტრაგედიას მიუძღვნა

41

Ardaidardo.Ge

ტატო გოდერძიშვილის ახალი სიმღერის „იდგა თბილისი თავდაუხრელი“ პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში დღეს შედგა. სიმღერა 13 ივნისის ტრაგედიას ეძღვნება. მომღერალს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მისი პრემიერა სწორედ დღევანდელ დღეს შემდგარიყო…


ტატო გოდერძიშვილი:


სიმღერის შექმნის იდეა ერთი თვის წინ დაიბადა. მინდოდა, ამ ტრაგედიისთვის სიმღერა მიმეძღვნა. მელოდია კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა შექმნა, ლექსის ავტორი მისი შვილი, გიორგი თუშიშვილი გახლავთ, ხოლო არანჟირება ეკუთვნის ცირა ბზიშვილს.


ძალიან მინდოდა, რომ პრემიერა დღეს შემდგარიყო და ღვთის მადლით, მოვასწარით.

 

ტატო, კიდევ რა სიახლეებია შემოქმედებაში?

 

უამრავი გეგმა მაქვს, რადგან ძალიან მოუსვენარი ხელოვანი ვარ (იღიმის). მე და ზურა დოიჯაშვილმა დუეტი ჩავწერეთ, ასევე მზადაა ნუგზარ ერგემლიძის მიერ დაწერილი სიმღერა და ვაპირებ, ჩავწერო ქალაქური სიმღერაც, რომელიც რუსა მორჩილაძემ დაწერა.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები