LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლების დიდი ქარტიის“ 27 დოლარიანი ასლი ორიგინალი აღმოჩნდა

114
Screenshot 2025-05-19 153649

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ხელნაწერი, რომელიც 80 წლის განმავლობაში ასლად მიიჩნეოდა, სინამდვილეში ორიგინალია. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გამოცემა აზუსტებს, უძვირფასესი დოკუმენტი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა 1946 წელს სულ რაღაც 27 დოლარად შეიძინა. მაშინ და მომავალი წლების განმავლობაშიც, დოკუმენტის წარმომავლობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ.

ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკაში შენახულ ქარტიას შუა საუკუნეების ისტორიის პროფესორი დევიდ კორპენტერი გადააწყდა და მაშინვე იეჭვა, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდა, ისტორიულ ძეგლთან რომლის ფასიც მილიონობით დოლარია.

პროფესორი გაოგნებული დარჩა აღმოჩენით და ასევე იმით, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს ასეთი საგანძურის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

დოკუმენტის ავთენტურობის დასადასტურებლად სპეციალისტებმა ბუნებრივია, რამდენიმე ტესტი ჩაატარეს და პასუხები დადებითი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები