სიმშვიდე, მყუდროება და მშვენიერი პეიზაჟები – სწორედ ამ უპირატესობით სარგებლობენ ტბის კურორტები. გთავაზობთ მსოფლიოს ულამაზეს ტბებზე დასვენების რამდენიმე ვარიანტს, სადაც თევზაობასაც შეძლებთ, ნავით სეირნობასაც და არაჩვეულებრივი ბუნებით ტკბობასაც.
ანესის ტბა, საფრანგეთი
საფრანგეთის აღმოსავლეშში, ქალაქ ანესის „კუთვნილი“, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ტბა, მშვიდად და კომფორტულად დასვენების საუკეთესო ადგილია. ნაპირზე პიკნიკის მოწყობა და მზეზე გათბობა შეიძლება, კეთილმოწყობილ პლაჟებზე კი, ნავის ქირაობა და ტბაზე სეირნობა. აგვისტოს პირველ შაბათ დღეს ანესიზე „ტბის დღესასწაული“ ეწყობა გრამდიოზული მუსიკალური და ფეიერვერკების შოუთი.
კავაგუტის ტბა, იაპონია
ფუძიამას მთის გარშემო თავმოყრილ ტბებს შორის ყველაზე დიდი – კავაგუტის ტბაა, რომელიც დიდი ხანია ადგილობრივებისა და ტურისტების დასვენების საყვარელ ადგილად ითვლება, რადგან სწორედ აქ შეიძლება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ბუნებრივი ცხელი წყაროებითა და მთის ფანტასტიკური ხედებით დატკბობა.
ნაციონალური პარკი „პლიტვიცკის ტბა“, ხორვატია
უონესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შესული ბუნებრივი ნაკრძალი „პლიტვიცკის ტბა“ 16 ტბასა და 140 ჩანჩქერს, კანიონებსა და გამოქვაბულებს აერთიანებს. კომფორტული მოძრაობისთვის პარკში საცალფეხო ბილიკები და ავტომატარებლების გზებია მოწყობილი. ასე რომ, თუ სუფთა ჰაერზე დასვენება მოგენატრათ, ულამაზესი პეიზაჟების და ჩანჩქერების ნახვა გსურთ, მაშინ ხორვატიის მარგალიტი სწორედ თქვენთვისაა.
ტაუპოს ტბა, ახალი ზელანდია
სინამდვილეში ტაუპო არა ტბა, არამედ ჩაძირული ვულკანური კრატერია, რომელიც 25 ათასი წლის წინ წარმოიქმნა. სწორედ ამ უნიკალური თავისებურების წყალობით ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ ისიამოვნოთ თერმული წყლებით ტბის ნაპირზე.
ლეგო-მაჯორეს ტბა, იტალია
იტალიისა და შვეიცარიის სასაზღვრო ტბის განსაკუთრებულ სილამაზეს ალპების პეიზაჟები და მის ფონზე გადაშლილი პატარა ქალაქი სტრეზა ქმნის თავისი უძველესი მდიდრული ვილებითა და პატარა მყუდრო სახლებით. ლანდშაფტის სილამაზისა და რბილი კლიმატის წყალობით ლეგო-მაჯორეს ტბა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ითვლება მშვიდად დასვენების მოყვარულთა შორის.