LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის აღმოიფხვრება – ტავ-ჯორჯია

29

“ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტში სარეგისტრაციო სისტემა ყველა კომპანიას შეუფერხებლად მიეწოდება. პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის ამოიწურება,”  – ამის შესახებ ”ტავ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სარეგისტრაციო სისტემას პრობლემა მხოლოდ თბილისის შემომავალ ხაზზე შეექმნა და სულ 7 ავიაკომპანიის რეისების შეფერხება გამოიწვია.

”ღამის 02:00 საათიდან იყო სისტემური შეფერხება. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის ”სიტა სისტემა”. პრობლემა შეექმნა თბილისის შემომავალ ხაზს. ეს იგივეა, რომ გაითიშოს ინტერნეტი. დაგვიანება რეისებზე, მაქსიმუმ, 1 საათი და 20 წუთი იყო და 7 ავიაკომპანიას შეექმნა სისტემური შეფერხება,” – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები