LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მსოფლიო თასი სომეხმა მოჭადრაკემ მოიგო

34

თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.

ლევონ არონიანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორეა, მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად მან 2005 წელს გაიმარჯვა.

მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი – თბილისში ვაჟთა რეიტინგის მოწინავე 25-მა მოჭადრაკემ ითამაშა – 2 სექტემბერს სასტუმრო ჰუალინგში დაიწყო, ფინალურ პარტიებს კი სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა. სომეხი და ჩინელი დიდოსტატები სწორედ იმ დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა.

მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმე მეტოქემ კი 80 ათასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები