LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ქუჩების ნაწილში გადაადგილება, შესაძლოა ფასიანი გახდეს

24

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება, შესაძლოა,  ფასიანი გახდეს. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.

„ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას, დიდ ხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან  სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული,“ – განაცხადა სუდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები