თბილისობასთან დაკავშირებით, “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიია აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, 17 და 18 სექტემბერს, თბილისის მეტრო და საბაგირო გზა ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.
თბილისობის დღესასწაული სწორედ აღნიშნულ დღეებში გაიმართება.