LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში პირველ საბაგირო გზას გახსნიან

59
FKljiGkX0AIRFIl

პარიზში პირველ საბაგირო გზას 2025 წლისთვის გააკეთებენ. სიახლე ქალაქის ცენტრს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან დააკავშირებს. გზა ამ ორ ლოკაციას შორის მგზავრობის დროს 35 წუთიდან 17 წუთამდე შეამცირებს. საბაგიროს მშენებლობას უკვე ამ ზაფხულიდან დაიწყებენ.

4,5 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც 5 სადგურს გააერთიანებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ნაწილი გახდება და მგზავრობისთვის საქალაქო სამგზავრო ბარათის გამოყენება იქნება საჭირო. საბაგიროს გადაადგილების ინტერვალი 30 წამს არ გადააჭარბებს.

საბაგირო ელექტროენერგიაზე იმუშავეს. ამასთან, მისი მუშაობა პარიზელების სიმყუდროვესაც არ დაარღვევს. საცხოვრებელი რაიონების სიახლოვეს ის ძალიან ჩუმად იმოძრავებს.

აღსანიშნავია, რომ პარიზის საბაგიროს გახსნა ჯერ კიდევ 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროექტის დეტალებზე მუშაობას იმაზე ბევრად მეტი ხანი დასჭირდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები