LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

111
parisfree205

საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო გახადოს. უჩვეულო ექსპერიმენტი ქვეყნის რამდენიმე პატარა ქალაქში უკვე დაიწყო და შედეგებიც ძალიან კარგი აქვს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პროექტის დაფინანსებას ხელისუფლება ადგილობრივი ბიზნესისთვის გადასახადების ზრდის ხარჯზე გეგმავს.

ამ დროისთვის, უფასოდ გადაადგილება 30–მდე ქალაქის მოსახლეობას შეუძლია და მთავრობამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

მაგალითად, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დიუნკერკში ასეთი პრივილეგიით ადგილობრივები ჯერ კიდევ 2018 წლიდან სარგებლობენ.

სექტემბრიდან პროექტს შეუერთდა პირველი დიდი ქალაქი, სტრასბურგიც და შედეგები მის შემთხვევაშიც ძალიან კარგია.

საქმე ისაა, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამსახურებით მოსახლეობის დიდი ნაწილი პირად ავტომობილზე უარს ამბობს და შესაბამისად, ჰაერში მავნე გამონაბოლქვის დონეც საგრძნობლად იკლებს.

სპეციალისტთა შეფასებით, პროექტის დაწყებიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა რაოდენობა 60%–ითაა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g