LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ავტომობილების სიჩქარე 30 კმ/სთ–მდე შეიზღუდა

44
parisavtonews

პარიზში ავტომობილებისთვის სიჩქარის ახალი რეჟიმი შემოიღეს. შეზღუდვა იმოქმედებს თითქმის ყველა გზაზე, რამდენიმე წრიულის და ბულვარის გამოკლებით.

გამოცემა BBC–ს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ–ით განისაზღვრა და კანონი ძალაში აგვისტოს ბოლოდან შევიდა. როგორც გამოკითხვები ადასტურებს, პარიზელთა უმრავლესობა სიახლეს დადებითად აფასებს.

შეზღუდვა არ გავრცელდება მხოლოდ დიდ მოედნებზე, მაგალითად ელისეის მინდვრებზე, ასევე წრიულზე სადაც სიჩქარე კვლავინდებურად 70 კმ/სთ დარჩება.

სიჩქარის შეზღუდვით პარიზში საგზაო მოძრაობა ბევრად უსაფრთხო უნდა გახდეს, გარდა ამისა ეკოლოგიაც უნდა გაუმჯობესდეს. ამ ზომის მიღება ქალაქის მერის ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქალაქში ველო–ბილიკების რაოდენობაც გაიზარდა, ხოლო საპარკინგე ადგილები კი შემცირდა.

ამ ზომებმა ყველაზე ცუდი რეაქცია ქალაქის გარეუბანში მცხოვრები მოქალაქეებისგან დაიმსახურა, რადგან მათი სამსახურების უმრავლესობა ცენტრშია განთავსებული და ავტომობილის გარეშე გადაადგილება დიდ დისკომფორტს იწვევს.

ამასთან სოციოლოგიური ინსტიტუტის IFop–ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სიჩქარის 30 კმ/სთ–მდე შეზღუდვას საფრანგეთის დედაქალაქში მცხოვრებთა 61% ემხრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები