LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მანქანების მოძრაობა კიდევ ერთ ქუჩაზე აიკრძალა – საფეხმავლო ქუჩები იზრდება

65

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონში, კალისტრატე ცინცაძის ქუჩასაფეხმავლოდ გამოცხადდა.

მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობაადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნისტურისტული დანიშნულების გათვალისწინებითაკრძალა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას –
ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზესაჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნებადასაშვები.

აღსანიშნავია, რომ შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ–ერთი – ალექსანდრე დიუმას ქუჩა უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩასუკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები