თბილისში “მერიის თასზე” სათამაშოდ რუსეთის ეროვნული ნაკრები ჩამოვა.
თბილისში “მერიის თასზე” სათამაშოდ რუსეთის ეროვნული ნაკრები ჩამოვა, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მერიის თასზე” საქართველოში სათამაშოდ ჰოლანდიის, მაკედონიისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ჩამოვლენ.
„მერიის თასი“ აგვისტოში გაიმართება, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
2014 წელს ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა, 2015-ში კი ტიტული იტალიელებს დარჩათ.