LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონი გამორთული ეკრანითაც კი მუშაობაში ხელს გიშლით – გერმანელი მეცნიერების ახალი კვლევა

156
Capture

გერმანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სმარტფონები ყურადღებას ფანტავენ მაშინაც კი, როცა ეკრანი გამორთული აქვთ. კვლევის შედეგების მიხედვით, მობილური ტელეფონი, რომელიც მუშაობის პროცესში თვალთახედვის არეშია განთავსებული, კოგნიტიურ ფუნქციებზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

მკვლევართა ჯგუფმა 20-დან 34 წლამდე მონაწილეებს კონცენტრაციის და ყურადღების შესამოწმებლად ტესტები ჩაუტარა. ცდისპირთა ნაწილს მობილური სამუშაო ადგილის სიახლოვეს ჰქონდა, მეორე ნაწილს კი სმარტფონი საერთოდ არ ჰქონია.
უსმარტფონო მონაწილეებმა ყურადღების ბევრად მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირეს. მაგალითად, მათ უფრო გაუადვილდათ ერთი დავალებიდან მეორეზე სწრაფად გადართვა.

მეცნიერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მუშაობის დროს ჩვენ გაუცნობიერებლად სმარტფონისკენ ვაპარებთ თვალს. ამის გამო ტვინში იგზავნება იმპულსი, რომ ჩართოთ ტელეფონი, მაგალითად იმისთვის რომ მოსული შეტყობინება ნახოთ. ეს გაუცნობიერებელი პროცესი კოგნიტიურ რესურსს გვართმევს და სამუშაოს შესრულებაც რთულდება.

სპეციალისტთა აზრით, ისეთი დავალების შესასრულებლად, რომელსაც მეტი კონცენტრაცია სჭირდება, სმარტფონის ეკრანის გამორთვა საკმარისი არ არის და უმჯობესია თუკი ტელეფონს უბრალოდ სხვა ოთახში გაიტანთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები