LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეგრაფი” ტურისტებს თბილისის მონახულებას ურჩევს

23

„ტელეგრაფმა” თბილისი იმ ქალაქების სიაში მოახვედრა, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, თუმცა მათი მონახულება ნამდვილად ღირს. საქმე ისაა, რომ ეს ქალაქები ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებების სიაში არასდროს მოხვედრილან და ფაქტია, რომ ამას ნამდვილად იმსახურებენ.

სიაში პირველ ადგილს პოლონეთი და გდანსკი იკავებს. საპორტო ქალაქი, რომელიც შუა საუკუნეებისა და რენესანსის არქიტექტურას აერთიანებს – ვიზიტორთა ოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. არადა, იუნესკოს ძეგლთა სიაში მოხვედრილი არაერთი ტაძრისა თუ სასახლის მონახულება ნამდვილად ღირს. მეორე ადგილს კი იტალია და ბერგამო იკავებს. იმის გამო, რომ იტალიაში სანახავი ისედაც ძალიან ბევრია, ტურისტები როგორც წესი, ლომბარდიის ულამაზესი დასახლებისთვის ვერ იცლიან ხოლმე, არადა ქალაქი მათ ნამდვილად გააოცებდა.

და ბოლოს, ლიდერთა სამეულს მაკედონია და მისი დედაქალაქი სკოპიე ასრულებს. განსხვავებული ადამიანები, ულამაზესი ქუჩები და საკვების დახლები – უკმაყოფილოს არავის ტოვებს, ამიტომ დრო ამ ქალაქის სანახავადაც უნდა გამონახოთ.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, ის უძველეს და თანამედროვე არქიტექტურას ორგანულად აერთიანებს და ვიზიტორებს წინ ძალიან ბევრი აღმოჩენა ელით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები